საგანთაშორისი კავშირების რეალიზების პრინციპები საშუალო სკოლაში
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე ეტაპზე მეცნიერებები ხასიათდება ერთმანეთში ურთიერთშეღწევით. სკოლის სასწავლო
საგნებს შორის კავშირები, უპირველეს ყოვლისა, შესაბამის მეცნიერებებს შორის ობიექტურად არსებული კავშირების
შემადგენელი ნაწილია. საგანთაშორისი კავშირების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყოფილია
სამი ყველაზე ზოგადი მიმართულება: 1. ერთი და იგივე ობიექტის შესწავლა სხვადასხვა საგნის მიერ; 2. ერთი
სასწავლო საგნის მეთოდების გამოყენება სხვა სასწავლო საგნის/საგნების სხვადასხვა ობიექტების შესასწავლად; 3.
ერთი და იგივე თეორიებისა და კანონების გამოყენება სხვადასხვა სასწავლო საგმების მიერ სხვადასხვა ობიექტების
შესასწავლად. ამ მიმართულების შესაბამისად განხილულია ფიზიკის საგანთაშორისი კავშირები საშუალო სკოლაში
სხვა სასწავლო დისციპლინებთან კავშირში, რაც დაეხმარება საშუალო სკოლის სხვა სასწავლო საგნების
მასწავლებლებს ანალოგიური სახის საგანთაშორისი კავშირების დამყარებისას. ნაშრომში აღწერილია ფიზიკის
საგანთაშორისი კავშირები მათემატიკასთან, ქიმიასთან, ბიოლოგიასთან, გეოგრეფიასთან, ისტორიასთან,
ლიტერატურასთან, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. საგანთაშორისი
კავშირების დამყარებისას გამოყენებულია საგანთაშორისი კავშირების შემცველი ამოცანები, სასწავლო პროცესში
გამოყენებული სხვადასხვა ვიზუალური საშუალებები და განზოგადებული გაკვეთილები.