ლიტერატურული ტექსტის ინტერპრეტაცია კრიტიკული აზროვნების პერსპექტივიდან

Main Article Content

ხატია შევარდნაძე

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია კრიტიკული აზროვნება, როგორც ლიტერატურული ტექსტის სიღრმისეული
გააზრების საფუძველი. ყურადღება გამახვილებულია ლიტერატურის მრავალმნიშვნელოვან ბუნებაზე, რომელიც
გამორიცხავს ტექსტის ერთმნიშვნელოვან ინტერპრეტაციას და მას გარდაქმნის ღია, დინამიკურ ინტერპრეტაციულ
სივრცედ. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მკითხველის აქტიურ როლს, რომლის
მონაწილეობითაც ყალიბდება ტექსტის სიღრმისეული მნიშვნელობა. კვლევის ძირითადი მიზანია, აჩვენოს, თუ
როგორ უზრუნველყოფს კრიტიკული აზროვნება ლიტერატურული ტექსტის ინდივიდუალური, თუმცა
არგუმენტირებული და აკადემიურად დასაბუთებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ნაშრომში ასევე
ნაჩვენებია, თუ როგორ სცილდება ინტერპრეტაცია სუბიექტური აღქმის ფარგლებს და იძენს მეცნიერულად
გამართულ ფორმას. კვლევა ეფუძნება ჰერმენევტიკულ, ინტერპრეტაციულ და კრიტიკული ანალიზის
მეთოდოლოგიას. გამოყენებულია ტექსტის შინაარსობლივი და კონტექსტუალური ანალიზი, აგრეთვე ნაჩვენებია
სხვადასხვა თეორეტიკოსის იდეების შედარებითი განხილვა, რაც უზრუნველყოფს ლიტერატურული ტექსტის
მრავალშრიანი ბუნების გააზრებას განსხვავებული თეორიული პერსპექტივებიდან. სტატიაში კრიტიკული
აზროვნება წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ზოგადი კოგნიტური უნარი, არამედ როგორც ლიტერატურული
ინტერპრეტაციის სტრუქტურული და მეთოდოლოგიური საფუძველი, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ
აღქმასა და აკადემიურ ანალიზს. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს იმ
ძირითად ინტელექტუალურ მექანიზმს, რომელიც მკითხველის ინდივიდუალურ აღქმას გარდაქმნის გააზრებულ,
არგუმენტირებულ და აკადემიურად ღირებულ ინტერპრეტაციად. შესაბამისად, ლიტერატურის სიღრმისეული
გაგება შეუძლებელია კრიტიკული აზროვნების გარეშე, რადგან სწორედ იგი უზრუნველყოფს ტექსტის
მრავალმნიშვნელოვანი შრეების გამოვლენასა და მათ მეცნიერულად დასაბუთებულ გააზრებას.

საკვანძო სიტყვები:
კრიტიკული აზროვნება, ინტერპრეტაცია, ლიტერატურული ტექსტი, ანალიზი, მკითხველი, ჰერმენევტიკა.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
ლიტერატურა და ლინგვისტიკა