რელაციურ მონაცემთა ბაზებში არსებს შორის მაღალი რიგის დამოკიდებულებების გამოყენების ზოგიერთი საკითხი

Main Article Content

ქეთევან ჭელიძე

ანოტაცია

მონაცემთა ბაზის მოდელირება იწყება მონაცემთა კონცეპტუალური მოდელის აგებით, რომელიც
წარმოადგენს ობიექტის საგნობრივი არის აბსტრაქტულ მოდელს. მონაცემთა ლოგიკურ მოდელში ხდება
კონცეპტუალური მოდელის არსების დაზუსტება. ლოგიკური მოდელის ნორმალიზაციის პროცესი ამცირებს
მონაცემთა სიჭარბესა და უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას. ფიზიკურ მოდელში ხდება ლოგიკური მოდელის
გარდაქმნა კონკრეტული მონაცემთა ბაზების სისტემისათვის, სადაც გათვალისწინებულია მონაცემთა შენახვის
მექანიზმები. მონაცემთა ბაზის მოდელი ასახავს საგნობრივი არის ობიექტებს (არსები) და მათ შორის მიმდინარე
პროცესებს. იმისდა მიხედვით, თუ საგნობრივი არის რამდენი არსი მონაწილეობს მათ დამოკიდებულებაში,
განიხილავენ: უნარულ, ბინარულ, ტერნარულ და მაღალი რიგის დამოკიდებულებებს. ტერნარული და მაღალი
რიგის დამოკიდებულებები ართულებს მონაცემთა ბაზის სქემას, იწვევს მონაცემთა სიჭარბესა და საჭიროებს უფრო
რთული მოთხოვნების შექმნას. არსების ეგზემპლარებს შორის არსებობს: 1:1, 1:N, N:M კავშირი. მონაცემთა ბაზის
რელაციურ მოდელში დასაშვებია 1:1 ან/და 1:N ბინარული დამოკიდებულებები, ამიტომ, მაღალი რიგის დამო
კიდებულებები უნდა დავიყვანოთ ბინარულ დამოკიდებულებებად ისე, რომ არ მოხდეს მონაცემთა დაკარგვა ან/და
არარსებული ჩანაწერების შექმნა. ტერნარული და მაღალი რიგის დამოკიდებულებები იშვიათია, მაგრამ მათი
განხილვა საშუალებას გვაძლევს ავაგოთ მონაცემთა ბაზის სრულყოფილი მოდელი. სტატიაში განხილულია მესამე
რიგის დამოკიდებულების მაგალითი და მისი გარდაქმნის პროცესი ბინარულ დამოკიდებულებების
ერთობლიობად.

საკვანძო სიტყვები:
რელაციური მონაცემთა ბაზა, კონცეპტუალური მოდელი, ლოგიკური მოდელი, არსი, დამოკიდებულება, ER-დიაგრამა, ტერნარული დამოკიდებულება.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები