კვლევითი ამოცანები მათემატიკის სასკოლო კურსში: კლასიფიკაცია და სწავლების მეთოდიკური ასპექტები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ამოცანის ცნების განმარტება, მათემატიკური ამოცანის ცნების გაგება სკოლის
დაწყებით საფეხურზე. მათემატიკური ამოცანის ცნებისადმი მეცნიერთა სხვადასხვაგვარი განმარტებები.
ხაზგასმულია ჩვენი პოზიცია და განმარტება, რომლითაც ვსარგებლობთ ამოცანის ცნების გამოყენების დროს.
განხილულია სკოლაში განხილული ამოცანების ყველაზე დიდი კლასი-ტექსტური ამოცანები. ტექსტური
ამოცანებიდან გამოყოფილია ამოცანათა ის კლასი, რომელსაც ჩვენ ვაკუთვნებთ კვლევით ამოცანებს, ესენია:
არასტანდარტული, საძიებო, საოლიმპიადო, ლოგიკური, მათემატიკური თამაშები და თავსატეხები, საგანთაშორისი
კავშირების შინაარსის მქონე მათემატიკური ამოცანები, სხვა სასწავლო საგნების შინაარსის მქონე მათემატიკური
ამოცანები, ამოცანები, რომლებშიც ზედმეტია, აკლია, ან შეიცავენ ალტერნატიულ პირობებს. განხილულია ამოცანის
სტრუქტურის ძირითადი კომპონენტები: C–პირობა, R–თეორიული ან პრაქტიკული დასაბუთება, S–ამოხსნა და T
დასკვნა, ანუ უცნობი კომპონენტების პოვნის მოთხოვნა. შემოღებული აღნიშვნების საფუძველზე გაკეთებულია
ამოცანების კლასიფიკაცია მათი სირთულის დონეების მიხედვით:
1) სტანდარტული - ტექსტური ამოცანის ყველა კომპონენტი SRST ცნობილია. ამ სახის ამოცანები
აუცილებელია, რადგან ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ისწავლონ საჭირო ცნებები და ასევე იძლევა
შესაძლებლობას შეაფასონ, თუ რამდენად კარგად აითვისეს შესწავლილი სასწავლო მასალა;
2) საგანმანათლებლო - CRSx, CRxT, CxST, xRST, სადაც x არის უცნობი კომპონენტი. ეს ტიპი ყველაზე
გავრცელებულია და პრაქტიკაში უამრავი ვარიაცია აქვს;
3) კვლევითი, არასტანდარტული, საძიებო და საოლიმპიადო - მათ აქვთ ორი უცნობი კომპონენტი. ამ ტიპის
ამოცანები უფრო მაღალი დონის სირთულისაა და ასტიმულირებს მოსწავლეების აზროვნებას;
4) ძალიან მაღალი სირთულის მქონე საოლიმპიადო ამოცანები, რომლებშიც სამი კომპონენტი უცნობია.