პედაგოგიკის თანამედროვე მიდგომები და მეთოდები სწავლების დაწყებით საფეხურზე
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში აქცენტი გაკეთებულია დაწყებით კლასებში პედაგოგიკის თანამედროვე მიდგომებისა და
სწავლების მეთოდების გამოყენებაზე. განხილულია დაწყებით კლასებში პედაგოგიური მუშაობის ფუნდამენტურ
პრინციპები, ასევე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა განვითარებას
მათი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდში, რომელსაც განეკუთვნება სკოლაში სწავლის პირველი-მეექვსე კლასები.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების ინტეგრაციის
მნიშვნელობას, სწავლა/სწავლების პროცესში დიფერენცირებულ მიდგომას და მასწავლებლის როლს პირველი
კლასის მოსწავლეების სკოლასთან ადაპტაციასა და განვითარებაში. სტატია შეიცავს ავტორის რეკომენდაციებს
საგანმანათლებლო პროცესის სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული ორგანიზებისთვის, რომელიც ეყრდნობა
თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და პედაგოგიური პრაქტიკის შედეგებს.