ინტერდისციპლინური მიდგომა ინგლისური ენის სწავლებაში უმაღლეს განათლებაში AI-ის ეპოქაში: მეტაკოგნიციის განვითარება შემოქმედებითი პრაქტიკის საშუალებით

Main Article Content

გაიანე მანასიანი

ანოტაცია

პანდემიის, ომებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს სწავლებისა და სწავლის პროცესში აკადემიური მიზნების სწორად განსაზღვრა, რათა საგანმანათლებლო
პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი. წინამდებარე კვლევის
საწყისი საფუძველი უკავშირდება უმაღლეს განათლებაში პედაგოგიკური პრაქტიკის გარდაქმნის აუცილებლობას,
რაც გულისხმობს „მყარი“ და „რბილი“ უნარების განვითარების უფრო დაბალანსებულ მიდგომას მეტაკოგნიციაზე
ფოკუსირებით. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა უკვე შეეხო გაფართოებულ რეალობას, მის გავლენას
მოტივაციასა და სხვადასხვა უნარების განვითარებაზე, შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ
შეიძლება მეტაკოგნიციის განვითარებამ შემოქმედებითი პრაქტიკების საშუალებით, მაგალითად, ხელოვნების
ნიმუშების ანალიზისას ან ხელოვნებით შთაგონებული შემოქმედებითი ტექსტების შექმნის გზით გააუმჯობესოს
სწავლებისა და სწავლის გარემო AR-ის გამოყენებით და ხელი შეუწყოს როგორც „მყარი“, ისე „რბილი“ უნარების
განვითარებას. სტატიაში განხილულია, თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტის ლექტორებს ELT-ში (English Language
Teaching) შემოქმედებითი პრაქტიკების გამოყენება, რათა სტუდენტებმა ESL/EFL-ის შესწავლის პროცესში უკეთესი
შედეგები აჩვენონ უნარებზე ორიენტირებული სწავლების პირობებში.

საკვანძო სიტყვები:
მეტაკოგნიცია, კომპლექსური აზროვნება, გაფართოებული რეალობა, ინგლისური ენის სწავლება, ინგლისური როგორც მეორე/უცხო ენა, მეტა-კონსტრუქტივისტული სასწავლო გარემო, გონების თეორია.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება