განწყობის თეორიის პრაქტიკული რეალიზაცია მათემატიკის სწავლების პროცესში: 60-წლიანი ემპირიული გამოცდილების ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
მოცემულ ნაშრომში განხილულია ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის
„განწყობის თეორიის“ პრაქტიკული იმპლემენტაცია მათემატიკის სწავლების მეთოდოლოგიაში. ავტორის 60-წლიან
რეპეტიტორულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, სტატიაში გაანალიზებულია არატრადიციული პედაგოგიური
მიდგომების გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და პიროვნულ განვითარებაზე. ნაშრომი აჩვენებს, თუ
როგორ უწყობს ხელს სისტემური შემოწმების ჩანაცვლება მოულოდნელობის ფაქტორით და ინტერდისციპლინური
აქტივობების (პოეზიის ინტეგრირება) გამოყენება მოსწავლის ფსიქიკაში მყარი, პოზიტიური კოგნიტური განწყობის
ფორმირებას. კვლევის შედეგები დასტურდება კონკრეტული, სადაც ყოფილი დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე
მოსწავლეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ფუნდამენტურ მეცნიერებებში.
საკვანძო სიტყვები:
განწყობის თეორია, დიმიტრი უზნაძე, მათემატიკის დიდაქტიკა, მოტივაცია, ინტერდისციპლინური სწავლება.
გამოქვეყნებული:
Nov 4, 2026
Article Details
გამოცემა
სექცია
განათლების მეცნიერება
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)