რასკოლნიკოვის „იდეა“ და მორალური კრიზისი: დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაულსა და სასჯელში“

Main Article Content

როლანდ ბაკურაძე

ანოტაცია

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ფიოდორ დოსტოევსკის რომანის „დანაშაული და სასჯელი“ მთავარი
გმირის, როდიონ რასკოლნიკოვის ფსიქოლოგიური პორტრეტისა და ქცევის ანალიზს დიმიტრი უზნაძის განწყობის
თეორიისა და ფიქსირებული განწყობის კონცეფციის შუქზე. სტატიაში განხილულია რასკოლნიკოვის მიერ
შემუშავებული „იდეა“, როგორც გარკვეული ფიქსირებული განწყობა, რომელმაც დაამახინჯა მისი სუბიექტური
რეალობა და გამოიწვია უზნაძისეული „ობიექტივაციის“ კრიზისი. ცალკე ყურადღება ეთმობა რასკოლნიკოვის
ოცნებებსა და მათ შედარებას ზიგმუნდ ფროიდის ოცნების ფსიქოანალიზთან, ასევე როდიონისა და სონიას
ურთიერთობის ფსიქოლოგიურ დინამიკას, სადაც სონია გვევლინება რასკოლნიკოვის დამახინჯებული
ფიქსირებული განწყობის რღვევისა და სულიერი მონანიების კატალიზატორად.

საკვანძო სიტყვები:
როდიონ რასკოლნიკოვი, დიმიტრი უზნაძე, განწყობის თეორია, ფიქსირებული განწყობა, ობიექტივაცია, მონანიება, ფსიქოანალიზი, სონია მარმელადოვა.
გამოქვეყნებული: ნოე 4, 2026

Article Details

სექცია
ლიტერატურა და ლინგვისტიკა