ჩაის მავნებელი ენტომოფაუნის შედარებითი ანალიზი და გავრცელების დინამიკა საქართველოსა და თურქეთის შავი ზღვის აუზში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია აღმოსავლეთ შავი ზღვის აუზში, კერძოდ საქართველოში (ხელვაჩაური
ქობულეთი) და თურქეთში (ართვინი-რიზე), ჩაის (Camellia sinensis (L.) Kuntze) მავნებლების გავრცელების
შედარებითი ანალიზი. 2024-2025 წლების სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული საველე სამუშაოები
მოიცავდა სისტემატურ კვლევას ათ სადემონსტრაციო ნაკვეთზე. გამოვლინდა 16 ართროპოდი სახეობა. სახეობრივი
მრავალფეროვნების მაღალი მაჩვენებელი თურქეთთან შედარებით (10 სახეობა) დაფიქსირდა საქართველოში (16
სახეობა), რაც სავარაუდოდ განპირობებულია ადგილობრივი მიკროკლიმატური პირობებითა და აგროტექნიკურ
ღონისძიებებს შორის სხვაობით.
გამოიყო ექვსი ძირითადი ფიტოსანიტარული მნიშვნელობის სახეობა Helopeltis theivora, Homona coffearia,
Empoasca onukii, Polyphagotarsonemus latus, Parametriotes theae და Pulvinaria floccifera, რომლებიც პირდაპირ გავლენას
ახდენენ მცენარის ვეგეტატიურ განვითარებასა და ჩაის ფოთლის ხარისხზე. მიღებული შედეგები წარმოადგენს
სამეცნიერო საფუძველს ტრანსსასაზღვრო ზონაში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის (IPM) სტრატეგიების
შემუშავებასა და დანერგვისთვის.