ქართველური ენები თეოდორ იანკოვიჩ დე მირიევოს ლექსიკონში

Main Article Content

თამრიკო ზარანდია

ანოტაცია

სტატიაში განხილულია თეოდორ იანკოვიჩ დე მირიევოს ლექსიკონი „ყველა ენისა და კილოს შედარებითი
ლექსიკონი, დალაგებული ანბანთრიგზე,“ რომლის ოთხი ტომი გამოვიდა სანქტ-პეტერბურგში 1790-1791 წლებში. ამ
ლექსიკონში შეტანილია 272 ენისა და კილოს 60000-ზე მეტი ლექსიკური ერთეული, რითაც მნიშვნელობით
აღემატება თავის უშუალო წყაროსა და წინამორბედს, პ. ს. პალასის ლექსიკონს (1787; 1789). თუმცა, როგორც ჩვენმა
კვლევამ აჩვენა, ქართველური ენების (ქართული, მეგრული და სვანური) წარმომადგენლობითობის მხრივ (როგორც
რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მონაცემებით), მათ შორის არანაირი სხვაობა დასტურდება. თ. იანკოვიჩ დე
მირიევოს ლექსიკონს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს ქართველურ ენათა შესწავლისა და დოკუმენტირების
თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები:
ქართველური ენები, ლექსიკა, შედარებითი ლექსიკონი.
გამოქვეყნებული: მარ 11, 2026

Article Details

სექცია
ლიტერატურა და ლინგვისტიკა