შრომის ბაზრის და უმაღლესი განათლების შეთანხმებული თანაქმედების მეცნიერულ-ფილოსოფიური საფუძვლები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში
აღწერილია შეთანხმებული თანაქმედების ფილოსოფიური შინაარსი, როგორც
ინტერდისციპლინარული ხასიათის მქონე პროცესი და ფილოსოფიური კატეგორია (ბერძნ. katēgoria – მტკიცება,
აზრის გამოთქმა). შეთანხმებული თანაქმედების პროცესებში ჩართული ობიექტები/სუბიექტები გავლენას ახდენენ
ერთმანეთზე, რაც იწვევს ამ პროცესში ჩართული ობიექტების/სუბიექტების მოძრაობას და განვითარებას.
მოყვანილია სხვადასხვა ავტორის მიერ ამ ტერმინის შინაარსი და თავისებურება. გამოკვლეულია შეთანხმებული
თანაქმედების სოციალურ-ეკონომიკური ბუნება, საგნებსა და ობიექტებს შორის ურთიერთობების ფორმები, მათი
ერთმანეთზე ურთიერთპირდაპირი და უკუგავლენა, ადამიანთა შეთანხმებული თანაქმედების ფორმები სხვადასხვა
ასპექტში. კვლევა ჩატარებულია უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზრის პირდაპირი და ირიბი თანაქმედების
შედეგების გამოვლენის მიზნით. მოყვანილია განმარტება თანაქმედებასა და ურთიერთქმედებას შორის კავშირის,
თანხვდენის და განსხვავების შესახებ. კვლევის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზრის
თანაქმედების პარამეტრების დადგენა და ეფექტიანი თანაქმედების ფორმების რეალიზება. გამოკვლეული და
გაანალიზებულია შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების შეთანხმებული თანაქმედების თანამედროვე
ფილოსოფია. მოყვანილია უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზრის დანიშნულების, ფუნქციონირების და მათი
შეთანხმებული თანაქმედების თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის ასპექტები. დამუშავებულია
სასწავლო პროგრამების შინაარსისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების თანხვდენის გამოვლენის ზოგადი
მათემატიკური მოდელი. აღნიშნული მოდელის რეალიზების მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს შრომის
ბაზარსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის თანაქმედების სრულყოფილად ეფექტიანია და სარგებლიანი სამოქმედო
პარამეტრები.