ინტერნეტ-სამართალი და ხელოვნური ინტელექტი, როგორც უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო დისციპლინა და მისი თეორიულ-პრაქტიკული ღირებულება

Main Article Content

ნანა ჩაჩანიძე

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია „ინტერნეტ-სამართალისა და ხელოვნური ინტელექტის“, როგორც უმაღლესი
სასწავლებლის ერთ-ერთი სასწავლო საგნის (დისციპლინის, კურსის) თეორიული ღირებულებისა და პრაქტიკული
სარგებლიანობის მეცნიერული ანალიზი. ამ საგანში სწავლების ძირითადი ფოკუსი ასახულია ზოგადი
მეთოდოლოგიური მიდგომის კონტექტში. ამ დისციპლინის სწავლების შინაარსი ობიექტურად ემსახურება
ინტერნეტის ძირითადი ფაქტორების და ინფორმაციულ-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემურ
სამართლებრივი პრობლემების და მისი გადაწყვეტის საშუალებების სწავლებას. სწორედ ეს არის საგნის სწავლების
მთავარი მიზანი. ინტერნეტ-სამართალს ნებისმიერ შემთხვევაში განვიხილავთ, როგორც იურისდიქციის ზოგადი
საკითხი, სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონების შესაძლო ეფექტის გათვალისწინებით. ინტერნეტ-სამართლის
შინაარსში ასახულია მოქმედი სამართლის მარეგულირებელი სამოქალაქო სამართლის და საპროცესო სამართლის
გარკვეული დებულებები. ეს საშუალებას აძლევს ეროვნულ სასამართლოებს, განიხილონ უცხოური ელემენტების
შემცველი დავები და სხვა სისტემური საკითხებიც, რაც საფუძველს უქმნის ინტერნეტ-სამართლის დისციპლინის
სწავლებას. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის სწავლებას ინტერნეტ-სამართლის კონტექსტში, დღეს ეს თემა
მეტად აქტუალურია და ამ პროცესს მსოფლიოს საგანმანათლებლო პროგრამებში თვალსაჩინო ადგილი აქვს
დათმობილი.

საკვანძო სიტყვები:
ინტერნეტ-სამართალი, ხელოვნური ინტელექტი, ელექტრონული პირი, იურიდიული პირი, ფიზიკური პირი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალება, ცოდნის წარმოდგენის მოდელები, ინტელექტუალური სისტემები, ექსპერტული სისტემები, ნეირონული ქსელები, კიბერ-სამყარო, რეალური სამყარო.
გამოქვეყნებული: მარ 11, 2026

Article Details

სექცია
სამართალი