ურბანულ გარემოში მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელების ეკოლოგიური ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
ურბანულ გარემოში ჩამოყალიბებული სპეციფიკური ეკოლოგიური პირობები მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მავნებლების გავრცელებასა და პათოგენების განვითარების
დინამიკაზე. ქ. თბილისში ურბანულ მწვანე სივრცეებში 2023 -2025 წლებში განხორციელებულმა მონიტორინგმა
ნათლად წარმოაჩინა მავნე ორგანიზმების მრავალფეროვნება, მათი სივრცით-სეზონური დინამიკის ინტენსიური
ცვლილება, ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის და ჰაბიტატების ფრაგმენტაციის როლი მცენარეთა
ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დეგრადაციაში. მავნებელთა შორის დომინირებდნენ Ceroplastes, Pulvinaria,
Tetranychus, Eulachnus და Corytucha გვარების წარმომადგენლები, რომელთა პოპულაციების პიკი ძირითადად გვიან
გაზაფხულსა და ზაფხულში აღინიშნა. სოკოვანი დაავადებები მცენარეთა ჯანმრთელობის ძირითად პრობლემას
წარმოადგენდა, განსაკუთრებით Cytospora, Phomopsis, Diplodia, Alternaria და Fusarium გვარის წარმომადგენლების
ფართო გავრცელებით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატურ და ნიადაგურ პირობებთან. ურბანულმა სტრესორებმა,
მათ შორის დაბინძურებამ, ავტოტრანსპორტმა, მცენარეების ანთროპოგენულმა გადაადგილებამ, მწვანე სივრცეების
იზოლაციამ და სხვ. ხელი შეუწყო ბუნებრივი აგენტების შემცირებას და მავნებელ-დაავადებათა ინვაზიური
სახეობების ინტროდუქციასა და გავრცელებას. მიღებული შედეგები მიუთითებს რომ ურბანული ნარგავების
მდგრადობის ასამაღლებლად აუცილებელია ეკოლოგიურად დასაბუთებული მართვა, მათ შორის ეკოლოგიური
კავშირებისა და ბუნებრივი ვენტილაციის აღსადგენად მწვანე დერეფნების შექმნა.