მარცვლეული კულტურების აღების პროცესში სატრანსპორტო აგრეგატის „ტრაქტორი - მისაბმელი“ გორვის წინააღმდეგობის შეფასება, აგრეგატის სავალ ნაწილზე ვერტიკალური რხევითი დატვირთვების გათვალისწინებით

Main Article Content

დავით კბილაშვილი
სოსო თავბერიძე

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია მარცვლეული კულტურების აღების პროცესში „სავარგული-კალო-ელევატორი“
მარცვლეულის გადაზიდვის სქემაში გამოყენებული სატრანსპორტო აგრეგ-ატის „ტრაქტორი - მარცვლეულის
გადამტვირთავი მოწყობილობით აღჭურვილი მისაბმელი“ მოძრაობის წინააღმდეგობის ანალიზი, რომელიც
ჩატარებულია აგრეგატის სავალ ნაწილზე ვერტიკალური რხევითი დატვირთვების გათვალისწინებით. ამისათვის
შედგენილია დინამიკური სისტემის „გრუნტი-პნევმატური თვალი-საკიდარი-დარესორებული მასა“ მასების
მოძრაობის დიფერენციალური განტოლებები და გამოყვანილია პნევმატური თვლის გრუნტის ზედაპირთან
კონტაქტში ვერტიკალური ძალის გამოსახულება. დასაბუთებულია, რომ გრუნტის ზედაპირის უსწორობებზე
სატრანსპორტო აგრეგატის მოძრაობისას წარმოქმნილი ვერტიკალური რხევითი დატვირთვები იწვევს გორვის
წინააღმდეგობის ძალის დინამიკური მდგენელის გაზრდას.

საკვანძო სიტყვები:
სატრანსპორტო აგრეგატი, მისაბმელი-მარცვლეულის გადამტვირთავი, მარცვლეულის გადაზიდვა, მოძრაობის წინააღმდეგობა, საშუალო სიჩქარე, გორვის წინააღმდეგობის ძალა, სტაციონარული და დინამიკური ფაქტორები, პნევმატური თვალი, რხევითი დატვირთვები, ოპტიმალური ტევადობა.
გამოქვეყნებული: მარ 11, 2026

Article Details

სექცია
ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული