საქართველოს გზები და ხიდები (XX საუკუნის 50-იანი წლები)

Main Article Content

მერაბ მეგრელიშვილი
იბრაიმ დიდმანიძე

ანოტაცია

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საქართველოს შიგა და გარე გზების
მშენებლობას. ომის შემდგომ, საქართველოში აღორძინდა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო წარმოება, რამაც
მოითხოვა შიგა და გარე რეგიონებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურის
სრულყოფა. საავტომობილო გზების მშენებლობასთან ერთად გაფართოვდა სარკინიგზო ხაზების ქსელი. ჯერ კიდევ
XIX საუკუნეში წარმოჩნდა აჭარის გურიასთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანის აუცილებლობა. პირველად ეს
საკითხი დაისვა 1896 წელს. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისევ დაისვა ეს
საკითხი. 1923 წლის 26 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა ოზურგეთ-ნატანების რკინიგზა (18 ვერსი), რომელიც
სამომავლოდ უნდა გაგრძელებულიყო აღმოსავლეთ გურიის სოფლებისკენ. 1923 წელს ოზურგეთში რკინიგზის
საზეიმო გახსნაზე აჭარის სახკომსაბჭოს თავმჯდომარემ თახსიმ ხიმშიაშვილმა ხაზი გაუსვა აჭარა-გურიის
ერთიანობას. დიდი ყურადღება მიექცა ხიდების მშენებლობას. აღსანიშნავია აჭარა-გურიის დამაკავშირებელი
სკურდუმის, ნატანების და ბოგილოს ხიდები, ანალოგიური რკინის და ხის ხიდები აიგო ჭოროხი-აჭარისწყლის
მიმდებარე რეგიონში.

საკვანძო სიტყვები:
გზები, ხიდები, ინფრასტრუქტურა, მაგისტრალი, რკინიგზა.
გამოქვეყნებული: მარ 11, 2026

Article Details

სექცია
მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია