სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან
Main Article Content
ანოტაცია
სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან ითვალისწინებს
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა სააზროვნო, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების
განვითარებას, აგრეთვე ცოდნის გაღრმავებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. აზერბაიჯანელ მოსწავლეებში
ქართული ენისადმი ინტერესისა და მოტივაციის ამაღლება, ენობრივი ბარიერის დაძლევა და საზოგადოებასთან
ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სასკოლო განათლება წიგნიერების ძირითადი საფუძველია,
შესაბამისად, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. აზერბაიჯანელ მოსწავლეებს სახელმწიფო ენა ძირითადად
სასწავლო პროცესში ესმით. ამიტომ, ქართული ენისა და ლიტერატურის ეფექტიანი სწავლებისთვის აუცილებელია
ახალი, რაციონალური გზების, მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება. დაკვირვებამ და სწავლების შედეგების
ანალიზმა ცხადყო, რომ მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა
აზროვნების განვითარებას, მათ აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, ქართული ენის პოპულარიზაციას და
ეროვნული სასწავლო მიზნების მიღწევას. საკითხი პრაქტიკულად გამოყენებადი და ხელმისაწვდომი იქნება
მასწავლებლებისთვის საგნის სწავლების პროცესში.