გრამატიკული კომპეტენციის განვითარება ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით

Main Article Content

მზია ზანგალაძე
თამუნა ხეთაგური

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი ეხება გრამატიკული კომპეტენციის განვითარების პროცესში ინტერაქტიული
მეთოდების გამოყენების მნიშვნელობასა და ეფექტიანობას. ნაშრომში განხილულია გრამატიკული კომპეტენციის
ცნება, მისი თეორიული საფუძვლები და განვითარების ძირითადი გზები. გამოკვეთილია ინტერაქტიული
სწავლების მრავალფეროვანი ფორმები, როგორიცაა თანამშრომლობითი სწავლება, ჯგუფური და წყვილური
სამუშაო, როლური თამაშები, დისკუსია, დებატები, პროექტებით სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული
აქტივობები და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. კვლევაში გაანალიზებულია ფსიქოლოგიური და
პედაგოგიკური ფაქტორების მნიშვნელობა, რომლებიც განსაზღვრავს ინტერაქტიული მეთოდების ეფექტიანობას
სასწავლო პროცესში. ნაჩვენებია, რომ ინტერაქტიული მიდგომები ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას,
გრამატიკული ცოდნის გააზრებასა და პრაქტიკულ გამოყენებას, გამოკვეთილია შეცდომების აღმოჩენისა და
თვითრეგულაციის უნარები, მოტივაცია, თვითდაჯერებულობა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.
ინტერაქტიული სწავლება გრამატიკას აქცევს ცოცხალ, ფუნქციურ და მიზნობრივ ცოდნად, რომელიც არა მხოლოდ
ენობრივი სიზუსტის, არამედ კომუნიკაციური უნარების განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები:
გრამატიკული კომპეტენცია, ინტერაქტიული სწავლება, თანამშრომლობითი სწავლება, კომუნიკაციური მიდგომა, გრამატიკის სწავლება, ციფრული ტექნოლოგიები.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება