კრიტიკული აზროვნება - აკადემიური ანალიზის მეთოდოლოგიური საფუძველი

Main Article Content

ხატია შევარდნაძე

ანოტაცია

კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ინტელექტუალურ უნარს, რომელიც
განსაზღვრავს ახალი ცოდნის შექმნის, გააზრებისა და შეფასების ხარისხს. იგი სცილდება ინფორმაციის პასიურ
მიღებას და მოიცავს მის ანალიზს, შეფასებასა და არგუმენტირებულ ინტერპრეტაციას. ამ თვალსაზრისით,
კრიტიკული აზროვნება აღარ განიხილება მხოლოდ პირადი კოგნიტური უნარის დონეზე, არამედ წარმოადგენს
მეთოდს, რომელიც საფუძვლად უდევს აკადემიურ ანალიზს. საკითხის აქტუალურობა განპირობებულია
თანამედროვე აკადემიური გარემოს სპეციფიკით, სადაც ინფორმაციის სიჭარბე და მრავალფეროვნება საჭიროებს
მისი სანდოობის, ლოგიკური თანმიმდევრობისა და საფუძვლიანობის კრიტიკულ შეფასებას. სტატიის მიზანია
კრიტიკული აზროვნების ფუნქციის განსაზღვრა აკადემიური ანალიზის პროცესში და მისი როლის წარმოჩენა,
როგორც ინტელექტუალური მექანიზმის, რომელიც უზრუნველყოფს ანალიტიკური მსჯელობის სიზუსტესა და
არგუმენტირებულობას. კვლევა ეფუძნება თეორიულ-ანალიტიკურ მეთოდოლოგიას და მოიცავს კრიტიკული
აზროვნების ძირითადი კომპონენტების - ანალიზის, შეფასებისა და რეფლექსიის - სისტემურ განხილვას. საკითხის
სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ კრიტიკული აზროვნება წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური
უნარი, არამედ როგორც აკადემიური ანალიზის სტრუქტურული საფუძველი.

საკვანძო სიტყვები:
კრიტიკული აზროვნება, აკადემიური ანალიზი, მეთოდოლოგიური საფუძველი, ანალიტიკური მსჯელობა, შეფასება, რეფლექსია, კოგნიტური პროცესი.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება