მათემატიკური თამაშები და სტრატეგიები - ფიქსირებულ რიცხვამდე შევსების მეთოდი

Main Article Content

ირმა ჩხიკვაძე
გიორგი ბერძულიშვილი

ანოტაცია

მათემატიკური თამაშების შემცველი ამოცანები წარმოადგენს ტექსტური მათემატიკური ამოცანების ერთ
ერთ სახეს, რომელთა ამოხსნისთვის საკმაოდ მაღალი დონის ლოგიკური აზროვნებაა საჭირო და ამომხსნელისაგან
დაკვირვებას და ზუსტ, ლაკონურ მსჯელობას მოითხოვს. ამოცანები, რომლებშიც მათემატიკური თამაშებია, ხშირად
გვხვდება სხვადასხვა დონის მოსწავლეთა მათემატიკურ ოლიმპიადებზე. ჩვენ განვიხილავთ ასეთ საძიებო და
საოლიმპიადო მათემატიკური თამაშების შემცველ ტექსტურ ამოცანებს. ასეთი ამოცანების ამოხსნისათვის პირველ
რიგში, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, უნდა ჩამოყალიბდეს თამაშის მომგებიანი სტრატეგია. ამიტომ ჩვენი
მსჯელობები ხშირად შეეხება იმას, თუ ვინ მოიგებს სწორი თამაშის შემთხვევაში, გავარკვევთ, რა არის მათემატიკური
თამაშის სწორი სტრატეგია და როგორ უნდა ვითამაშოთ, რომ მოვიგოთ. განვიხილავთ ისეთ მათემატიკურ თამაშებს
მომგებიანი სტრატეგიით, რომელთა ამოხსნისას გამოყენებული იქნება მომგებიანი პოზიციების მეთოდი. თამაშები
და სტრატეგიები მათემატიკური ამოცანების ცალკე კლასია. ყველაზე ხშირად ასეთ ამოცანებში თამაშობს ორი
ადამიანი, თამაშის წესები განსაზღვრულია ამოცანის პირობით. აუცილებელია იმის ჩვენება, თუ რომელ მოთამაშეს
აქვს გამარჯვების შესაძლებლობა მოწინააღმდეგის სვლების მიუხედავად. სტატიაში განხილულია კონკრეტული
ამოცანები, რომელთა ამოხსნისთვის გამოიყენება ფიქსირებულ რიცხვამდე შევსების მეთოდი და განხილული
ამოცანების შებრუნებული ამოცანებიც. კერძოდ, მოცემული გვაქვს, რომ რაღაც რიცხვებისთვის არსებობს
მათემატიკური თამაშის მომგებიანი სტრატეგია და დასადგენია ამ რიცხვების კონკრეტული მნიშვნელობები,
ზოგჯერ შუალედი, რომელ შუალედშიც შეიძლება იყოს მოთავსებული ეს რიცხვი. ასეთი ამოცანები ძალზე რთულ
ამოცანათა კატეგორიას განეკუთვნება. გაკეთებულია სათანადო მეთოდიკური დასკვნები.

საკვანძო სიტყვები:
მსჯელობა, სტრატეგია, ამოცანა, მომგებიანი პოზიცია, ოლიმპიადა.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება