მათემატიკური თამაშები და მომგებიანი პოზიციის მეთოდი

Main Article Content

ირმა ჩხიკვაძე
გიორგი ბერძულიშვილი

ანოტაცია

თამაშის დროს თითოეული მოთამაშე ცდილობს მოგებას, რისთვისაც მას ესაჭიროება მიიღოს მომგებიანი
პოზიცია, რის საშუალებასაც მას მოწინააღმდეგე - მეორე მოთამაშე არ აძლევს. მომგებიანი პოზიციების მეთოდი
ეფუძნება თითოეული მოთამაშის პოზიციის განხილვას იმ მოთამაშის თვალთახედვით, რომელმაც უნდა გააკეთოს
სვლა. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ განხილვა უნდა დავიწყოთ ბოლოდან, ამოცანის პირობით
განსაზღვრულია ბოლო სვლა მომგებიანია თუ წამგებიანი. ამის შემდეგ ანალიზი ტარდება ბოლო სვლიდან და
განიხილება ყველა შესაძლო შემთხვევები, რა შემთხვევაშია მომგებიანი ბოლო სვლა და რა შემთხვევაში არა.
სრულყოფილი და ყოველმხრივი ანალიზის ჩატარებისას, იგივე პროცესი მეორდება შემდეგ ბოლოსწინა სვლისთვის
და ა.შ. ვიდრე პირველ სვლამდე. მოთამაშის მიერ მომგებიანი პოზიციის მიღება არის მოთამაშის სტრატეგიის შედეგი.
სტრატეგია არის წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც მოთამაშემ უნდა გააკეთოს თავისი სვლები
მოწინააღმდეგის სვლების მიხედვით, რათა მოიგოს. იმ მოთამაშის სტრატეგიაში, რომელიც იწყებს თამაშს, აღწერილი
უნდა იყოს პირველი სვლა. სტატიაში განხილულია კონკრეტული ამოცანები, გაკეთებულია სათანადო მეთოდიკური
დასკვნები.

საკვანძო სიტყვები:
მსჯელობა, სტრატეგია, ამოცანა, მომგებიანი პოზიცია, ოლიმპიადა.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება