ფრანც კარლ ალტერის ლექსიკოგრაფიული კოლექციის საკვანძო ასპექტების შესახებ

Main Article Content

თამრიკო ზარანდია

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ავსტრიელი სწავლულის - ფრანც კარლ ალტერის ლექსიკოგრაფიული რესურსი
„Vergleichung der kartelinischen, der gelehrten georgianischen und vulgar-georgianischen Sprache nach den
Worterverzeichnissen des Petersburger Vergleichungs-Worterbuchs mit Anmerkungen,” რომელიც წარმოადგენს მისი
წიგნის „ქართული ლიტერატურის შესახებ“ ერთ-ერთ ნაწილს. აღნიშნული წიგნის სწორედ ამ ნაწილის სტრუქტურა
და წყაროები გახდება ჩვენი მსჯელობის ობიექტი წინამდებარე სტატიაში. ფ. კ. ალტერის ლექსიკოგრაფიული
კოლექცია ნამდვილად არის მე-18 საუკუნის მიწურულის საზღვარგარეთული ქართველოლოგიის
უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ნიმუში. იგი შეიცავს საგულისხმო ლექსიკურ მასალას, რომელიც ქართველურ
ენათა შესწავლის ისტორიისათვის უაღრესად ფასეულია.

საკვანძო სიტყვები:
ფ. კ. ალტერი, ქართველური ენები, ლექსიკონი.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
ლიტერატურა და ლინგვისტიკა