უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზრის სინერგიის სისტემურ-ლოგიკური ინტეგრირება
Main Article Content
ანოტაცია
სამუშაოს საგანი და მიზანი: ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს უმაღლესი განათლების სისტემისა და
თანამედროვე შრომის ბაზრის სტრუქტურული თავსებადობის გაუმჯობესება. კვლევის მთავარი მიზანია ამ ორ
ინსტიტუციას შორის არსებული ფუნქციური კავშირების ფორმალიზება და მათემატიკურ-ლოგიკური მოდელის
შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მიწოდებისა და ეკონომიკური მოთხოვნის
სინერგიას. მეთოდოლოგია: კვლევა ეფუძნება სისტემურ ანალიზს, ეყრდნობა განათლებისა და შრომის ბაზრის
კოორდინაციის მეცნიერულ-ფილოსოფიურ კონცეფციებს. შედეგები: აგებულია ორდონიანი მათემატიკური
მოდელი, რომელიც აღწერს უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამების (კომპეტენციების
პროფილების) თავსებადობას დამსაქმებელთა დინამიკურ მოთხოვნებთან. მოდელი ადგენს მკაცრ ლოგიკურ წესებს
სტრუქტურული დისბალანსის (ე.წ. უნარების შეუსაბამობის) იდენტიფიცირებისა და მისი პრევენციისთვის.
გამოყენების სფერო: ნაშრომის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას უმაღლესი განათლების პოლიტიკის
განმსაზღვრელი უწყებების, უნივერსიტეტების სტრატეგიული მართვის დეპარტამენტებისა და შრომის ბაზრის
ანალიტიკური ცენტრების მიერ.
დასკვნა: საგანმანათლებლო და ეკონომიკური სფეროების სისტემურ-ლოგიკური მოდელირება გამორიცხავს
კადრების მომზადების ქაოტურ ხასიათს. მოდელი ქმნის მყარ ინსტრუმენტს უმაღლესი განათლების ეფექტიანობის
გაზრდისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის.