სტუდენტთა დასაქმების გავლენა მათ აკადემიურ მოსწრებაზე

Main Article Content

დავით ზაუტაშვილი

ანოტაცია

საქართველოში 2018 წლის მონაცემებით დასაქმებულია სტუდენტთა 30%, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებთან
შედარებით დაბალი მაჩვენებელია. დასაქმებულ სტუდენტთა 63% პროფესიით მუშაობს, 37% კი, შესაბამისად,
განსხვავებულ სფეროშია დასაქმებული. აღნიშნული საკითხის შესწავლა საუნივერსიტეტო განათლების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან იგი დაკავშირებულია სტუდენტთა კეთილდღეობასთან, მათ სწავლის
ხარისხთან და მათ მომავალ განვითარებასთან. ნაშრომი ეხება სტუდენტთა დასაქმების გავლენას მათ აკადემიურ
მოსწრებაზე. კერძოდ, განხილულია თუ რა გავლენას ახდენს სამსახურებრივი სტრესი და პროფესიული მოტივაცია
სტუდენტთა სწავლის ხარისხზე და რამდენად მაღალია პროკრასტინაციის მაჩვენებელი დასაქმებულ სტუდენტებში.

საკვანძო სიტყვები:
სტუდენტთა დასაქმება, აკადემიური მოსწრება, პროფესიული მოტივაცია, სამსახურებრივი სტრესი, პროკრასტინაცია, სტუდენტური კვლევა.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
ფსიქოლოგია