პირობითი მსჯავრის რეალური ეფექტიანობა საქართველოში: რეაბილიტაციის დეკლარირებულ მიზანსა და პრაქტიკაში დარღვეულ ბალანსს შორის წინააღმდეგობა
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში გაანალიზებულია პირობითი მსჯავრი ინსტიტუტის ეფექტიანობა საქართველოში,
განსაკუთრებული აქცენტით რეაბილიტაციის დეკლარირებულ მიზანსა და პრაქტიკულ შედეგებს შორის არსებულ
წინააღმდეგობაზე. კვლევის მიზანია, განსაზღვროს, რამდენად ასრულებს აღნიშნული ინსტიტუტი თავის ძირითად
ფუნქციას: მსჯავრდებულის რესოციალიზაციასა და რეციდივის პრევენციას. ნაშრომში განხილულია პირობითი
მსჯავრის სამართლებრივი ბუნება და მისი ადგილი სასჯელთა სისტემაში, როგორც თავისუფლების აღკვეთის
ალტერნატივა, ასევე განხილულია პრაქტიკული გამოწვევები, მათ შორის: ზედამხედველობის ეფექტიანობა,
ინდივიდუალიზაციის ნაკლებობა და რეაბილიტაციური პროგრამების სიმწირე. კვლევა ეფუძნება ეროვნულ
სამართალსა და შედარებით-სამართლებრივ ანალიზს. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეფექტიანი
ინსტიტუციური და პროგრამული მხარდაჭერა ზრდის რესოციალიზაციის ხარისხს და ამცირებს რეციდივს, მაშინ
როცა ფორმალიზებული მიდგომა ამცირებს ინსტიტუტის შედეგიანობას. დასკვნის სახით ნაშრომი აჩვენებს, რომ
საქართველოში პირობითი მსჯავრი ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, რაც ამცირებს მის პრაქტიკულ ეფექტს.
წარმოდგენილია რეკომენდაციები ინსტიტუციის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის ინდივიდუალიზაციის
გაძლიერებისა და პრობაციის სისტემის განვითარების მიმართულებით.