ციფრული გარდასახვის სამართლებრივი ასპექტები, ხელოვნური ინტელექტი და უმაღლეს განათლება
Main Article Content
ანოტაცია
კვლევის საგანი და მიზანი: სტატიის კვლევის საგანს წარმოადგენს ინტერნეტ-სამართლისა და ხელოვნური
ინტელექტის ინტერდისციპლინური კავშირების განხილვა და მისი ასახვა უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის
სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებში - კურიკულუმებში. კვლევა მიზნად ისახავს დაასაბუთოს ამ
მიმართულების, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინის შემოტანის თეორიულ-პრაქტიკული
აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური, კონკურეტუნარიანი იურისტთა კადრის მომზადებას
ციფრული საბაზრო ეკონომიკისა და გლობალური ქსელური უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.
მეთოდოლოგია: კვლევის პროცესში გამოყენებულია შედარებით-სამართლებრივი, ლოგიკური დედუქციისა და
სისტემური ანალიზის ინტერდისციპლინური მოდელირების მეთოდები. ნაშრომი ეფუძნება თანამედროვე
ტექნოლოგიური სამართლისა და კიბერუსაფრთხოების თ საერთაშორისო სტანდარტებსა და პრეცედენტებს.
შედეგები: ჩამოყალიბებულია ახალი სასწავლო დისციპლინის სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ისეთ თანამედროვე
მოდულებს, როგორიცაა ალგორითმული გამჭვირვალობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ინტერნეტში, საავტორო
უფლებები გენერაციულ მოდელებში, და ხელოვნური ინტელექტის სუბიექტობის ფილოსოფიურ-სამართლებრივი
ასპექტები. გამოყენების სფერო: ნაშრომში გამოკვეთილი შედეგები და რეკომენდაციები განკუთვნილია უმაღლესი
სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტერბის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრისა და ციფრული პოლიტიკის მომხმარე უწყებებისთვის.
დასკვნები: ინტერნეტ-სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის კომპლექსური სწავლება უმაღლეს
სასწავლებლებში არის სტრატეგიული აუცილებლობა, რომელიც აყალიბებს თანამედროვე სამართლებრივ
ცნობიერებას და უზრუნველყოფს საზოგადოების გლობალურ ციფრულ სივრცეში ინტეგრირებას.