დემოგრაფიული უსაფრთხოების მართვის სისტემური ანალიზი და ლოგიკურ მათემატიკური მოდელირება
Main Article Content
ანოტაცია
სამუშაოს საგანი და მიზანი: ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს ქვეყნის დემოგრაფიული
უსაფრთხოების უზრუნველყოფის საინფორმაციო სისტემების ოპტიმიზაცია. კვლევის მთავარი მიზანია
საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტთა სამშობლოში რეინტეგრაციის პროცესის მართვისთვის ეფექტური ლოგიკურ
მათემატიკური მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ემიგრანტთა ზუსტ ანკეტირებას და დააფუძნებს
ემიგრანტთა დაბრუნებისათვის საჭირო, მათი მოთხოვნისა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებათა შესაბამის, შესაძლო
მიწოდების ოპტიმალური თანდამთხვევის (თანაკვეთის) პრინციპებს. მეთოდოლოგია: კვლევა ეფუძნება სისტემური
ანალიზის, სიმრავლეთა თეორიის, მათემატიკური ლოგიკისა და პრედიკატების კალკულუსის მეთოდებს. მოდელში
ინტეგრირებულია პრიორიტეტების კლებადობის კოეფიციენტები და სახელმწიფო რესურსების დინამიკური კლების
ლოგიკური ოპერატორები. შედეგები: შემუშავებულია სტრუქტურირებული მოდელი, რომელიც ემიგრანტთა
მრავალკრიტერიუმიანი მოთხოვნებისა და სახელმწიფოს მხრიდან არსებული შეთავაზებების ანალიზის
საფუძველზე, ავტომატურად ახდენს ემიგრანტთა კონტინგენტის დიფერენციაციას. მოდელი უზრუნველყოფს
სრული თანაკვეთის მქონე პირთა იდენტიფიცირებას და გამოყოფს ალტერნატიული, ვერბალური დიალოგის
საჭიროების მქონე ჯგუფებს. გამოყენების სფერო: ნაშრომის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას დემოგრაფიული
და მიგრაციული პოლიტიკის დამგეგმავი სახელმწიფო უწყებების, ელექტრონული მმართველობის სისტემებისა და
სოციალურ-ეკონომიკური მონიტორინგის სამსახურების მიერ.
დასკვნა: მათემატიკური ლოგიკის აპარატის გამოყენება დემოგრაფიული უსაფრთხოების სისტემებში
მინიმუმამდე ამცირებს მართვის სუბიექტურ შეცდომებს. მოდელი ქმნის მყარ თეორიულ ბაზას მიგრაციული
ნაკადების მიზნობრივი და რესურს-ეფექტური მართვისათვის.