არათანაბარი რეგიონული განვითარების გამომწვევი ძირითადი ფაქტორები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს რეგიონებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური
უთანასწორობის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები, ინსტიტუციური გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო
მექანიზმები. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილმა ასიმეტრიულმა განვითარებამ
გააღრმავა დისპროპორცია ურბანულ ცენტრებსა და პერიფერიულ რეგიონებს შორის. ნაშრომში განხილულია
პრობლემური რეგიონების ტიპოლოგია (კრიზისული, ჩამორჩენილი, დეპრესიული) და შეფასებულია ფისკალური
დეცენტრალიზაციის მიმდინარეობის დინამიკა. სტატია შეისწავლის იმ ფუნდამენტურ მიზეზებს, რაც განაპირობებს
ეკონომიკურ უთანასწორობას, მათ შორის ინვესტიციების არათანაბარ განაწილებას, ადამიანური კაპიტალის
დეფიციტს, ინფრასტრუქტურულ ხარვეზებსა და დემოგრაფიულ გამოწვევებს. კვლევის შედეგად შემოთავაწებულია
რეკომენდაციები ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, თვითგანვითარებადი ეკონომიკური სისტემების
ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ავტონომიის გაძლიერების მიზნით.