ანალოგია და მისი ზოგიერთი გამოყენება მათემატიკის სასკოლო კურსში
Main Article Content
ანოტაცია
ანალოგია გამოსახავს საგნებს, მოვლენებსა და ცნებებს შორის მსგავსებას. ანალოგიის გამოვლენა მოსწავლეებს ეხმარება საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირების, მიმართებების წვდომის და მსგავს მიმართებათა გამოვლენის უნარების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში. სწავლების პროცესში ანალოგიის მეთოდის ფორმულირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება გასაგებად, რათა ის მოსწავლეებისათვის ადვილად აღასაქმელი იყოს და ნათლად ჩანდეს მეთოდის საჭიროება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებელთა მომზადება ანალოგიის მეთოდის გამოსაყენებლად. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უნდა განემარტოთ, კონკრეტულად რომელი ამოცანები უნდა ამოხსნან ანალოგიის მეთოდის გამოყენებით, რომ მის არსში წვდომა და სასურველი შედეგის მიღწევა შეძლონ. განხილულია ანალოგიის გამოყენებით სხვადასხვა სახის ამოცანები. გაკეთებულია შესაბამისი სახის მეთოდური დასკვნები.