სკოლის ინსტრუქციული ლიდერობა და ზედამხედველობა, მისი კავშირი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან

Main Article Content

ირინე გოგიბერიძე

ანოტაცია

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, რომელზეც არის დამოკიდებული მასწავლებლის სოციალური სტატუსიც და მისი ფინანსური ანაზღაურებაც. არსებობს სხვადასხვაგვარი მოსაზრებები, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას სკოლის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომი, რომელშიც ასახულია ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მიღებული შედეგები. განხილულია დირექტორის, როგორც ინსტიტუციური ლიდერის და ზედამხედველის როლი მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაში, დეტალურად არის გარჩეული სწავლების გაუმჯობესების სტრატეგიები: ტრენინგის, პროფესიული განვითარების, განახ-ლების მოდელები. აქცენტი გადატანილია მასწავლებლის განვითარების და მასწავლებლის კომპეტენციებზე, ტექნიკურ, შიდაორგანიზაციულ, პიროვნულ და კრიტიკულ ტიპებზე. გარჩეულია ზედამხედველობის არსი, დანიშნულება და აუცილებელი კომპონენტი-შეფასება. ყურადღება გამახვილებულია ხარისხის კონტროლზე, პროფესიულ განვითარებასა და მასწავლებლის მოტივაციაზე. დასკვნის სახით მოყვანილია თუ რა გავლენას ახდენს მასწავლებლების განვითარება სკოლის ეფექტიანობაზე.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2021

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება