მხატვრულ ტექსტზე მუშაობა V-VI კლასებში

Main Article Content

თამარ ღვინიანიძე

ანოტაცია

სწავლება-სწავლის თანამედროვე მეთოდიკის შესაბამისად V-VI კლასებში ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები აგებულია თემატურ-ჟანრობრივი პრინციპით, რაც განსაზღვრავს ნაწარმოების ხასიათს, მიზანს, შინაარსს და ემყარება გამომეტყველებითი კითხვის ჩვევების დანერგვას, ტექსტის ლოგიკურ-შინაარსობრივ და ლექსიკურ ანალიზს, ამბების მიზან-შედეგობრივ განვითარებას, მთავარი პერსონაჟების ხასიათისა და ქცევის განმაპირობებელ გარემოს და იმ ხერხებსა და საშუალებებს, რომელსაც იყენებს მწერალი. ხდება მარტივი ლოგიკურ-შინაარსობრივი გეგმის შედგენა, მთავარი პერსონაჟის თავგადასავლის თხრობა, ლიტერატურის თეორიის საკითხების დამუშავება, შინაარსის გადმოცემა, ტარდება წერითი სამუშაო. ტექსტის შესწავლა ერთი მთლიანი, თანმიმდევრული პროცესია, რომელიც რამდენიმე აქტივობას მოიცავს. კითხვა-პასუხის, ანუ დიალოგის საშუალებით მოწმდება როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა ტექსტი. შეირჩევა საკამათო თემა, ანუ გაიმართება დისკუსია.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2021

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება