განტოლებების, უტოლობების და შერეული სისტემების გამოყენებით განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენის მეთოდური თავისებურებები

Main Article Content

ირმა ჩხიკვაძე
გიორგი ბერძულიშვილი

ანოტაცია

ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკით, ჩატარებული პედაგოგიური ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ თუ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიეთ ტექსტური ამოცანების შედგენას, მაშინ ისინი მარტივად ახდენენ განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენას, „იგივეობა → განტოლება/განტოლებათა სისტემა → განმავითარებელი ან/და საძიებო ტექსტური ამოცანა“ სქემით. შემდგომ ეტაპზე, როცა მოსწავლეები უკვე კარგად გაიწაფებიან ასეთი ტექსტური ამოცანების შედგენაში, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შეთავაზოს განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენა სქემით: „უტოლობა (რიცხვითი, ცვლადის შემცველი) → ცვლადის/ცვლადების უტოლობა ან/და უტოლობათა სისტემა (წრფივი, არაწრფივი) → განმავითარებელი ან/და საძიებო ტექსტური ამოცანა“. განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენა წარმოდგენილი სქემით საკმაოდ რთულია, ამიტომ მიზანშეწონილია მოსწავლეებს დავალებად მივცეთ მარტივი სახის ტექსტური ამოცანების შედგენა, რომელთა სირთულის ხარისხი შედარებით დაბალია, ხოლო უფრო რთული საძიებო და განმავითარებელი ტექსტური ამოცანების შედგენა მოვახდინოთ საკლასო მეცადინეობებზე, ან ფაკულტატიურ და მათემატიკის საგნობრივი წრეების მუშაობაზე. ტექსტური ამოცანის შედგენის შემდეგ აუცილებელია მოსწავლეებმა ყოველთვის ამოხსნან მათ მიერ შედგენილი ამოცანა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეებს ყურადღების მიღმა დარჩეთ მათ მიერ შედგენილი ამოცანაში რაიმე ნიუანსი, რის გამო შესაძლოა მოსწავლის მიერ შედგენილი ამოცანა არ ამოიხსნას. განხილული გვაქვს პრაქტიკული მაგალითები და გაკეთებულია შესაბამისი მეთოდური დასკვნები.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2021

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება