მწკრივთა თანამიმდევრობისათვის ადგილის გარემოებით დამოკიდებულ წინადადებაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით

Main Article Content

ლეილა აბზიანიძე

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია, ზმნის მწკრივთა თანამიმდევრობა დამოკიდებულსა და მთავარ წინადადებებში, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა „ვეფხისტყაოსანში“ დადასტურებული ენობრივი ფაქტები. ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადების შემცველ სინტაქსურ კონსტრუქციებში მთავარი და დამოკიდებული წინადადების შემასმენელთა შეფარდება მწკრივთა თანამიმდევრობის თვალსაზრისით ასეთ სურათს იძლევა: მთავარი წინადადების ზმნა–შემასმენლად გამოიყენება აწმყოს მწკრივის ფორმა; მთავარი წინადადების ზმნა–შემასმენლად გვაქვს უწყვეტლის მწკრივის ფორმ;. მთავარი წინადადების ზმნა შემასმენელი მყოფადის მწკრივის ფორმაა; მთავარი წინადადების ზმნა–შემასმენელი თხრობით– კილოიანი წყვეტილის მწკრივის ფორმითაა გადმოცემული; მთავარი წინადადების ზმნა–შემასმენელი გამოხატულია ბრძანებითი კილოსა და მომავალი დროის წყვეტილის მწკრივის ფორმით; მთავარი წინადადების ზმნა–შემასმენელი II ხოლმეობითის მწკრივის ფორმას წარმაოადგენს; მთავარი წინადადების ზმნა–შემასმენელი II კავშირებითის მწკრივის ფორმაა.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2021

Article Details

სექცია
ენის დაუფლება