კონტექსტის გავლენა ინგლისურენოვანი მეტაფორული ანდაზების სემანტიკურ-შეფასებით არსზე
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში ინგლისურენოვანი მეტაფორული ანდაზების გამოყენება განხილულია მხატვრულ ტექსტში უზუალური და ოკაზიონალური მნიშვნელობით, რის შედეგადაც წარმოჩენილია მათი შეფასებითი სემანტიკის ვარირება კონტექსტის გავლენით. ინგლისურენოვანი ანდაზების თემატიკა იმდენად მრავალფეროვანია, რომ თითქმის ყველა სიტუაციას შეიძლება მივუსადაგოთ ესა თუ ის ანდაზა. მეტაფორული ანდაზები აღწერენ ადამიანის ემოციებს და ცხოვრებისეული გამოცდილების სხვადასხვა სფეროებს. მხატვრული ნაწარმოების კონტექსტში ანდაზამ შეიძლება შეიძინოს ახალი, არატრადიციული მნიშვნელობა და შეიცვალოს სემანტიკური კლასი, შესაბამისად კონტექსტი ზეგავლენას ახდენს შეფასებით არსზე, რაც დამოკიდებულია იმ სუბიექტის ღირებულებებზე, ვინც გამოიყენებს ანდაზას და ვისგანაც მოდის შეფასება.
გამოქვეყნებული:
Dec 20, 2021
Article Details
გამოცემა
სექცია
ენის დაუფლება
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)