ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია

Main Article Content

მზია გურული

ანოტაცია

დედამიწა ტიპიური ციური სხეულია და თვითგანახლების საკმაოდ მაღალი უნარი ახასიათებს. სადღეისოდ არსებული რთული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბევრი ფაქტორით. არცთუ ძალიან შორეულ წარსულში დედამიწის თვითგანახლების პოტენციალი სავსებით აკმაყოფილებდა საზოგადოებას. გარემოს დაცვაზე ზრუნვა 100 წლის წინათ რიტორიკულ ხასიათს უფრო ატარებდა, ვიდრე აუცილებლობით გამოწვეულ ჭეშმარიტებას. სადღეისოდ ვითარება პრინციპულად შეიცვალა და გარემოს გაუარესების პროცესი XXI საუკუნეში ბევრად გაძლიერებული ინტენსივობით მიმდინარეობს. რამ გამოიწვია ეს? ბუნებრივად მიმდინარე ეკოლოგიურ ცვლილებებს დაემატა ახალი, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული, პლანეტის ანთროპოგენური დაბინძურების ფაქტორი. შესაბამისად, იქმნება სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ეკოლოგიური კატასტროფების რეალური საშიშროება, რომლის ნიშნებიც უკვე სახეზეა, და რომელშიც ანთროპოგენური დაბინძურება სულ უფრო და უფრო დიდ ხვედრით წილს იკავებს. შექმნილ ვითარებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: პირველ რიგში, ადამიანთა პოპულაციის არაპროგნოზირებული ზრდა; ურბანიზაცია (მათ შორის მეგაპოლისები), რაც ნიშნავს აგრარული დანიშნულების მიწების შემცირებას და ახალი ეკოლოგიური დაბინძურების წყაროების შექმნას; პლანეტის მასშტაბით მრეწველობის ინტენსიური განვითარების შედეგად არაბუნებრივი ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნა; ტრანსპორტის არაპროგნოზირებადი სიმრავლე.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2021

Article Details

სექცია
ბიოლოგია