ქართული კულტურის როლი უკრაინის ისტორიაში

Main Article Content

მერაბ მეგრელიშვილი
იბრაიმ დიდმანიძე

ანოტაცია

ქართული კულტურის როლს უკრაინის ისტორიაში განაპირობებდა ქართველ მისიონერთა სასულიერო
მოღვაწეობა და საქართველოს გეოგრაფიული საზღვრების სიახლოვე ქრისტიანულ ბიზანტიასთან,
ბულგარეთთან და უკრაინასთან. კიევის მღვიმეთა მონასტრის მამათა ცხოვრება გვაწვდის ყველაზე
ადრინდელ ცნობებს ქართველების და უკრაინელების კულტურული ურთიერთობების შესახებ. ქართული
კულტურა უკრაინაში ორი გზით ვრცელდებოდა 1. შავიზღვისპირეთის მიწები; 2. ქართული კულტურის
კერები ათონზე (ივერიონი) და პეტრიწონი ბულგარეთში, ასევე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ევროპელ
მოგზაურთა ცნობები (პიეტრო დელა-ვალე, არქანჯელო ლამბერტი, ჟან-ბატისტ ტავერნიე და სხვები). XIX
საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთის გუბერნია გახდა, უკრაინას არ გაუწყვეტია
ურთიერთობა მეგობარ ქვეყანასთან. ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაში დიდი როლი შეასრულეს
როგორც ქართველმა, ისე უკრაინელმა ჰუმანისტებმა. საქართველოსა და უკრაინის კულტურული
ურთიერთობები დღესაც გრძელდება. კიევში მოქმედებს არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო
ორგანიზაცია, რომლებიც ეწევიან ქართული ენის და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოში
დიდ შრომას ეწევიან უკრაინელი ხალხის უძველესი კულტურის შესასწავლად.

გამოქვეყნებული: Dec 30, 2022

Article Details

სექცია
ისტორია და არქეოლოგია