ლექსიკის სწავლებისა და სწავლის ზოგიერთი მეთოდები და პრინციპები

Main Article Content

თამარ ხეთაგური
Mzia Zangaladze

ანოტაცია

ნაშრომი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს დაეხმაროს ბავშვებს ლექსიკის ცოდნის
განვითარებაში ლექსიკის სწავლების ზოგიერთი პრინციპის გამოყენების მეშვეობით. უცხო ენის
შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა არის ლექსიკის მეტყველებაში გაპრაქტიკება. სწავლის პროცესში
გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსწავლეთა მოტივაციაც და სწავლების სხვადასხვა უჩვეულო ხერხების
გამოყენება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. აღინიშნება ისიც, რომ მოსწავლის
წახალისება და შეცდომების გათვალისწინება ეხმარება მოსწავლეებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა
საუბრისას, რაც დაეხმარება ენის ბარიერის გადალახვაში. თუმცა დროის ნაკლებობა ართულებს ყველა ამ
პრინციპის პრაქტიკაში გამოყენებას ყველა სტუდენტის მიმართ.

გამოქვეყნებული: Dec 30, 2022

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება