გარემოს გავლენა სტუდენტების სოციალურ ნორმებზე

Main Article Content

მზია თედიაშვილი

ანოტაცია

საქართველოში, სხვა ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად, დანაგვიანება ერთ-ერთ სერიოზულ
პრობლემად განიხილება. სამწუხაროდ, ბევრ მოქალაქეს დანაგვიანება ჩვევად ექცა. ადამიანები ნაკლებად
ან საერთოდ ვერ აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნონ ჩვენს გარშემო არსებული
სივრცეების სისუფთავეზე. დანაგვიანება აბინძურებს გარემოს, წყლის რესურსებს. ადამიანების უგუნური
ქმედება ზიანს აყენებს ბუნებას. დანაგვიანება მზარდი სოციალური პრობლემაა ესთეტიკური, ფინანსური
და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯებით. ამიტომ ეს სოციალური პრობლემა
გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის საკვლევ არეალში მოხვდა. ჩიალდინი და მისი კოლეგები
აღნიშნავენ, რომ არსებობს ორი სახის სოციალური ნორმები: ინსტრუქციული და აღწერითი ნორმები.
საკვლევ საკითხს წარმოადგენდა ჯგუფში სტუდენტების მიერ დანაგვიანების საწინააღმდეგო აღწერითი
ნორმის შესრულება ბუნებრივ პირობებში. გამოითქვა ჰიპოთეზა – სტუდენტები ჯგუფში (ექსპერიმენტის
პირობების ვარიაციის მიუხედავად) მკაცრად შეასრულებდნენ დანაგვიანების საწინააღმდეგო აღწერით
ნორმას ანუ არ დაანაგვიანებენ აუდიტორიებს. აღნიშნული ჰიპოთეზა დადასტურდა.

გამოქვეყნებული: Dec 30, 2022

Article Details

სექცია
ფსიქოლოგია