ხელოვნური ინტელექტი და მაღალეფექტური კომპიუტერული ხედვა
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის (AI) და მაღალეფექტური კომპიუტერული ხედვის კოლაბორაცია. კომპიუტერული ხედვის უპირველესი მიზანია ვიზუალური მონაცემების ინტერპრეტაციით და ანალიზით შეასრულონ დავალებები, რომლებიც საჭიროებენ ადამიანის მსგავს ვიზუალურ შესაძლებლობებს. სტატიაში ნათლადაა ნაჩვენები, რომ კომპიუტერული ხედვის ალგორითმები შეიძლება დაიყოს ტრადიციულ და ღრმა სწავლებაზე დაფუძნებულ მიდგომებად. კომპიუტერული ხედვის ტრადიციული ალგორითმები ეყრდნობა ხელით შექმნილ წესებს. მეორეს მხრივ, ღრმა სწავლებამ მოახდინა რევოლუცია კომპიუტერულ ხედვაში ხელოვნური ნეირონული ქსელების, განსაკუთრებით კონვოლუციური ნეირონული ქსელების (CNN) გამოყენებით, რომლის
საშუალებითაც სწავლობენ უშუალოდ მონაცემებიდან. რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ამოიცნონ ობიექტები, დაახარისხონ სურათები და შეასრულონ რთული ამოცანები მაღალი სიზუსტით. კომპიუტერული ხედვის ალგორითმებში მიღწევებმა, განსაკუთრებით ღრმა სწავლებამ CNN-ების საშუალებით, შესამჩნევი პროგრესი გვაჩვენა კომპიუტერული ხედვის სხვადასხვა ამოცანებსა და აპლიკაციებში, გააძლიერა AI სისტემების შესაძლებლობები და გახსნა ახალი ფანჯარა ინდუსტრიებისთვის.