საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კვლევა და ანალიზი

Main Article Content

ლელა ნატროშვილი

ანოტაცია

მოცემულია საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კვლევისა და ანალიზის შედეგები. განსაზღვრულია ის პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესებს. ნაშრომის მიზანია გაანალიზოს საზღვარგარეთ და საქართველოში არსებული პროფესიული სწავლების დაწესებულებების ინტერნაციოონალიზაციის მდგომარეობა, განსაზღვროს ინტერნაციონალიზაციის ხელშემშლელი პირობები და მიღებული შედეგების მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობით იქნეს შემოთავაზებული შესაბამისი რეკომენდაციები. განხილულია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის შინაარსი და მნიშვნელობა განათლების ხარისხის ამაღლების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ასპექტში. შემოთავაზებულია ქვეყანაში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ეფექტიანი განვითარების მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები. მიღებული შედეგები შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის მართვის პროცესში.

საკვანძო სიტყვები:
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია. ინფრასტრუქტურული განვითარება. გლობალური საგანმანათლებლო სივრცე. საერთაშორისო თანამშრომლობა. განათლების ტრანსფერი. სტრატეგიული ამოცანა. შრომის ბაზარი. ციფრული საკომუნიკაციო გარემო.
გამოქვეყნებული: Feb 17, 2024

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება