თანამედროვე ციფრული საგანმანათლებლო ვებ ტექნოლოგიების ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
გადმოცემულია თანამედროვე საგანმანათლებლო ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკული რეალიზების და მისი საყოველთაო მნიშვნელობის ასპექტები. განხილულია ამ ტექნოლოგიების განვითარების ეტაპები და სტატისტიკური მონაცემები კოვიდის ინფექციის დაწყების პერიოდამდე და კოვიდის ინფექციის პერიოდში. ნაშრომის მიზანია, თანამედროვე საგანმანათლებლო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აცილებლობის, მნიშვნელობის, მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგების ანალიზი. ყურადღება არის გამახვილებული ამ ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემებზე საგანგებო მოვლენების (ინფექციური ეპიდემიისა და სხვ.) დროს. ჩამოყალიბებულია ავტორისეული ხედვა რეკომენდაციების სახით, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში თანამედროვე ციფრული საგანმანათლებლო ვებ ტექნოლოგიების დანერგვისა და ეფექტიანად გამოყენებისათვის. მოცემული რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს საგანმანათლებლო ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის.