მაღალი რიგის წრფივი დიფერენციალური განტოლების ამოხსნა მიმდევრობით დიფერენცირების მეთოდით
Main Article Content
ანოტაცია
მათემატიკის სწავლებისას იცვლება მათემატიკური განათლების მიმართ მოთხოვნები. ეს
ცვლილებები დაკავშირებულია მეცნიერებისა და ტექნიკის მეტად სწრაფი ტემპით განვითარებასთან,
ცვლილებები, რომლებიც ხდება და კვლავ მოხდება უახლოეს პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში
მათემატიკური განათლების სფეროში, იმ მოთხოვნილების საფუძველზე. რომელიც ესაჭიროება უმაღლესი
სასწავლებლის კურსდამთავრებულს, იწვევს მათემატიკური კურსის გამოყენებითი მიმართულების
გაძლიერებას და ფუნდამენტალური მათემატიკური მომზადების დონის ამაღლებას
სტატიაში განხილულია მიმდევრობით დიფერენცირების მეთოდი, რომელიც უთუოდ საინტერესოა
სტუდენტთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განსავითარებლად. კერძოდ განხილულია მეორე რიგის
დიფერენციალური განტოლება, რომლის ამონახსნი ელემენტარული ფუნქცია არ არის და რომლის
ამონახსნი შეგვიძლია წარმოვადგინოთ მწკრივის სახით, რომელიც ახალ ტრანსცენდენტულ ფუნქციას
გვაძლევს.
აქ განხილული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი რიგის დიფერენციალური
განტოლების ამოსახსნელად. მას გამოვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა წინასწარ არის ცნობილი, რომ
განტოლების ამონახსნი მწკრივის სახით არსებობს. ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება საინჟინრო
პრაქტიკაში, იმ კვლევით შრომებში, სადაც დიფერენციალური განტოლების ამონახსნი შეიძლება
ექსპერიმენტალურად იყოს შემოწმებული.