ალბათობის თეორიის ელემენტების სწავლების ერთი მეთოდური მიდგომის შესახებ საშუალო სკოლაში

Main Article Content

ბაკურ ბაკურაძე
გიორგი ბერძულიშვილი

ანოტაცია

საშუალო სკოლაში ალბათობის თეორიის საკითხების სწავლება მრავალ სირთულესთან არის
დაკავშირებული. ალბათობის თეორიის ის საკითხები, რომელთა შესწავლისას მოსწავლეებს ექმნებათ
სირთულეები, ძირითადად მოიცავს სტოქასტურ ხაზს. ალბათობის ამოცანების ამოსახსნელად მოსწავლეებს
სჭირდებათ ოდნავ განსხვავებული უნარები და მსჯელობის მეთოდები, ვიდრე სხვა სახის მათემატიკური
ამოცანების ამოხსნისას. სკოლის მოსწავლეებისთვის სტოქასტური ხაზის სწავლების მეთოდოლოგია
სრულყოფილად არ არის შემუშავებული. უმაღლეს სასწავლებლებში ალბათობის თეორიის სწავლებისას
გამოყენებული მეთოდოლოგიური ტექნიკის გადატანა საშუალო სკოლაში ყოველთვის ეფექტური არ არის და ასეთ
შემთხვევასთან გვაქვს საქმე ალბათობის თეორიის ამოცანების ამოხსნის შემთხვევაშიც. საჭიროა სკოლის
მოსწავლეებისთვის სტოქასტური მიმართულების სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება. ამ საკითხების
სწავლებას მასწავლებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ალბათობის თეორიის საკითხების
სწავლებისას, რაც წარმოადგენს ალბათობის ამოცანების ამოხსნის საფუძველს. სწავლების ჩვენი მიდგომა ეფუძნება
საკვანძო ამოცანების გამოყოფას, მათი ამოხსნების სწავლებას და მათზე დაყრდნობით მათი მსგავსი ალბათობის
ამოცანების ამოხსნას. წარმოდგენილი თეორიული მოსაზრებები განმტკიცებულია სათანადო პარაქტიკული
ამოცანების განხილვით, რომელთაც ერთვის სათანადო მეთოდური დასკვნები.

საკვანძო სიტყვები:
ხდომილობა, ალბათობა, ალბათობის თეორია, საკვანძო ამოცანა, მათემატიკური მოდელი.
გამოქვეყნებული: ივნ 5, 2025

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება