ალბათობათა თეორიის საძიებო ამოცანების ამოხსნის ზოგიერთი მეთოდი

Main Article Content

ბაკურ ბაკურაძე
გიორგი ბერძულიშვილი

ანოტაცია

ალბათობის თეორიის ამოცანები სახეობის მიხედვით განეკუთვნება ტექსტურ ამოცანებს. ამიტომ, მათი
ამოხსნისას გამოიყენება ისეთივე მეთოდები/ხერხები რაც ტექსტური ამოცანების ამოხსნისას. ჩვენი მეთოდური
მიდგომებით, აუცილებლად ვთვლით, ალბათობის საძიებო ამოცანების ჩართვას მათემატიკის სასკოლო კურსში,
მისი განმავითარებელი პოტენციალის რეალიზების მიზნით, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხრიდან სასწავლო
პრაქტიკაში მათი გამოყენების სურვილი და მზაობა, აქტუალურს ხდის პრობლემის მეთოდიკურ ასპექტს. სტატიაში
განხილულია თეორიული და მეთოდიკური მიდგომები, როგორ ხდება საძიებო ამოცანების ამოხსნა. მეთოდურად
გარჩეულია ალბათობის საძიებო ამოცანების ამოხსნის მდგომარეობათა სივრცეში წარმოდგენით,
პერეფორმულირებით, კონტრმაგალითის, ალბათობის გეომეტრიული განმარტების, შეფასების, ლოგიკური
თამაშების სტრატეგიების გამოყენებით. თითოეული მეთოდის გამოყენებას თან ერთვის შესაბამისი მეთოდური
რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:
საძიებო ამოცანა, სკოლა, ალბათობა, ლოგიკა, ამოხსნა.
გამოქვეყნებული: ივნ 5, 2025

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება