ხელოვნური ინტელექტის დაწყებითი კლასების მათემატიკის სწავლებაში გამოყენების ზოგიერთი მეთოდიკური ასპექტი
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის დაწყებითი კლასების მათემატიკის სწავლებაში
გამოყენების დროს წარმოშობილი მეთოდური სახის აპექტები. გაანალიზებულია ხელოვნური ინტელექტის
თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მათემატიკის სწავლების
პროცესი უფრო ინტერაქტიული და ინდივიდზე მორგებული გახდეს. განსაკუთრებული ყურადღება გადატანილია
ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნის შეფასების პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა.
ძირითადი სიმძიმის ცენტრი გადატანილია სასწავლო მასალის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებთან
ადაპტირებაზე. განხილულია საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უპირატესობები
და პერსპექტივები, ასევე ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებული შესაძლო
გამოწვევები და პრობლემები, დასახულია მათი დაძლევის მეთოდური მიდგომები.