სწავლის საძიებო მოდელები

ავტორები

  • ირინე გოგიბერიძე

საკვანძო სიტყვები:

სწავლა, სწავლება, დიდაქტიკა, საძიებო მოდელი, რეფლექსია.

ანოტაცია

სწავლაში ძიების იდეების შემოტანა ასოცირდება ჯ. დიუის სახელთან, რაც ეფუძნება მოსწავლეთა
ნაყოფიერ აქტივობას პრობლემების გადაჭრაში. მის მიერ ჩამოყალიბებული სწავლის დაფუძნების იდეა
ორიენტირებულია მოსწავლეების უშუალო გამოცდილებასა და ინტერესებზე. კვლევაზე დაფუძნებული
სწავლა/სწავლების ძირითადი მახასიათებლები ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით განისაზღვრება სასწავლო
პროცესში მოსწავლის პოზიციის ცვლილებით, მისი პროაქტიური, სუბიექტური ხასიათით, საიდანაც, თავის მხრივ,
იკვეთება საძიებო სასწავლო აქტივობების პირობები. სტატიაში გაანალიზებულია სწავლის საძიებო მოდელების
პრაქტიკაში დანერგვის თეორიული მიდგომები და გამოკვეთილია მოთხოვნები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს
საძიებო მოდელების სწავლების შინაარმა და სასწავლო პროცესმა. ჩამოყალიბებულია მეთოდური რეკომენდაციები
კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისთვის.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-06-05

გამოცემა

სექცია

განათლების მეცნიერება