ტექსტის რედაქტირება და მისი სწავლების ტექნიკა
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში გაანალიზებულია, რომ ტექსტის რედაქტირება არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც
აძლიერებს შინაარსობრივ, სტრუქტურულ და სტილისტურ ხარისხს, ამარტივებს მის აღქმას და აუმჯობესებს
ავტორის წერით უნარებს. რედაქტირების მთავარი მიზნებია: შინაარსობრივი სიცხადე, სტრუქტურული
თანამიმდევრობა, სტილისტური სიზუსტე და გრამატიკული სრულყოფა. რედაქტირება ეტაპობრივად ხდება
შინაარსობრივი, სტრუქტურული, სტილისტური და ტექნიკური კორექტირების გზით. რედაქტირების სწავლებაში
გამოიყენება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიდგომები: ძირითადი პრინციპების გაცნობა, კარგი და
ცუდი ტექსტების შედარება, რედაქტირების იმიტაცია, კოლაბორაციული მუშაობა და თანამედროვე ციფრული
პროგრამების გამოყენება (მაგ., Grammarly, Hemingway App). სტუდენტები ივითარებენ ანალიტიკურ და კრიტიკულ
აზროვნებას, სწავლობენ უკუკავშირის გამოყენებას და მუშაობენ როგორც ავტორების, ასევე რედაქტორების როლში.
ამ პროცესის მიზანია არა მხოლოდ ტექნიკური უნარების, არამედ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების
განვითარება, რაც ეხმარება მოსწავლეებს უფრო ეფექტური, მკაფიო და პროფესიონალური ტექსტების შექმნაში.