საძიებო ტექსტური ამოცანების ამოხსნის ზოგიერთი მეთოდიკური ასპექტი

Main Article Content

ირმა ჩხიკვაძე
გიორგი ბერძულიშვილი

ანოტაცია

ტექსტური ამოცანების ალგებრული მეთოდით ამოხსნის ერთ-ერთი მთავარი სირთულე არის უცნობი
სიდიდის რაოდენობების არჩევა, რომლებიც ცვლადებებით იქნება აღნიშნული. მეთოდურად გამართლებულია
ცვლადით აღვნიშნოთ ის, რაც საპოვნია ამოცანის კითხვით, ან იმით, რომელიც აღწერს პროცესს. ჩვენი ინტერესის
სფეროს წარმოადგენს ისეთი ტესტური ამოცანები, რომელთა ამოხსნისას მიიღება სისტემები, რომელშიც
განტოლებების რაოდენობა არ ემთხვევა ცვლადების რაოდენობას. დიდია ასეთი ამოცანების როლი და
მნიშვნელობა მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების, ინტუიციის, შემოქმედებითი შესაძლებლობების
განვითარებისა და მათში მაღალი მათემატიკური კულტურის ჩამოყალიბებაში. ცნობილია, რომ მასწავლებლებსაც
ექმნებათ სერიოზული მეთოდოლოგიური პრობლემები ასეთი ამოცანების ამოხსნის სწავლებისას. მოსწავლეებმა
ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ყოველთვის არ არის საჭირო ყველა ცვლადის პოვნა მიღებულ
განტოლებებსა და უტოლობაში, არამედ საჭიროა ვიპოვოთ ცვლადების რაიმე კომბინაცია.

საკვანძო სიტყვები:
ამოხსნის მეთოდი, განტოლებათა სისტემა, უტოლობათა სისტემა, შერეული სისტემა, მათემატიკური მოდელი.
გამოქვეყნებული: ივნ 5, 2025

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება