მსოფლიოს ფინანსური სისტემის განვითარება, მნიშვნელობა და თანამედროვე გამოწვევები (ანალიტიკური მიმოხილვა)
Main Article Content
ანოტაცია
მსოფლიო ფინანსური სისტემა წარმოადგენს თანამედროვე ეკონომიკის მთავარ საყრდენს. ამ სისტემაში
შემავალი ფინანსური ინსტიტუტები გლობალურ დონეზე ემსახურება კაპიტალის მოძრაობას, საერთაშორისო
ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდაჭერას. მისი წარმოშობა-განვითარება უძველესი დროიდან იწყება და
მუდმივად განიცდის ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, თანამედროვე გამოწვევები, როგორიცაა: გეოპოლიტიკური
დაძაბულობები, ქვეყნებს შორის საომარი კონფლიქტები, ინფლაცია, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და
კრიპტოვალუტების რეგულირების პრობლემები, ქმნის სირთულეებს მსოფლიო ფინანსურ სისტემაში.
საქართველოს ფინანსური სექტორი არ არის გამონაკლისი და შესაბამისად განიცდის ინფლაციის, სავალუტო
რისკებისა და ინვესტიციების ნაკლებობის პრობლემებს, რაც ხელს უშლის ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ
განვითარებას. ამ პირობებში მნიშვნელოვანია ფინანსური პოლიტიკის მუდმივი გაუმჯობესება და საერთაშორისო
თანამშრომლობის გაღრმავება, რაც უპირობოდ შეუწყობს ხელს მდგრადი და სტაბილური ფინანსური გარემოს
უზრუნველყოფას.