ქართული საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობების მატიანეს მოკლე მიმოხილვა
საკვანძო სიტყვები:
ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, სამხრეთ კავკასია, კავკასიის რეგიონი, გეოპოლიტიკა, გეოსტრატეგია, გეოეკონომიკა, ახალ მსოფლიო წესრიგი, მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეკონომიკური თანამშრობლობა, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებიანოტაცია
სამეცნიერო სტატიაში მოყვანილია ქართული საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობების
ისტორიის ძირითადი და მნიშვნელოვანი მომენტების მოკლე შინაარსი. სტატიის შინაარსი გვამცნობს საქართველოს
საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობებვის მეტად საინტერესო მომენტებს. ამ შინაარსის გაანალიზებით
დაინტერესებულ მკვლევარებს საშუალება მიეცემათ უფრო ჩაუღრმავდენ ქართული დიპლომატიის წარმოშობისა
და განვითარების სტადიებს, სადაც წააწყდებიან მეტად მნიშვნელოვან ადგილებს, რომელსაც ანალოგი არ აქვს სხვა
ქვეყნების დიპლომატიაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინამდებარე სტატია არის ქართული დიპლომატიის
ისტორიის პაწია ნაწილი, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს და კეთილ სამსახურს გაუწევს დაინტერესებულ
ქართველ ახალგაზრდებს უფრო ვრცლად და მეცნიერულ დონეზე გამოიკვლიონ თავისი ქვეყნის მმართველი
წინაპრების რთული დიპლომატიური ნამოღვაწარი, რის მეშვეობითაც საქართველომ და ქართველმა ერმა დღემდე
შეინარჩუნა თვითმყობადობა და მსოფლიო ცნობადობა. ქართული დიპლომატიის ისტორიის სიღრმისეული კვლევა
მეტად საშურ, საინტერესო და სასარგებლო საქმედ უნდა მივიჩნიოთ!