რელაციურ მონაცემთა ბაზის ნორმალიზაციის ზოგიერთი საკითხი

ავტორები

  • ქეთევან ჭელიძე

საკვანძო სიტყვები:

რელაციური მონაცემთა ბაზა, ფუნქციონალური დამოკიდებულება, ნორმალური ფორმა, ნორმალიზაცია, 1NF, 2NF, 3NF, BCNF, 4NF, 5NF.

ანოტაცია

რელაციური მონაცემთა ბაზის ლოგიკური მოდელის აგება გულისხმობს: რეალური ან წარმოსახვითი
არსებისა და მათი ატრიბუტების გამოყოფას, თანადობების შექმნასა და მათ შორის ფუნქციონალური
დამოკიდებულებების განსაზღვრას, თანადობებში მონაცემთა ჩასმის, ცვლილებისა და წაშლის დროს
არასასურველი ანომალიების გამოვლენას. ნორმალიზაციის პროცესით ხდება თანადობის გარკვეულ კანონიკურ
(ნორმალურ) ფორმამდე მიყვანა. ყოველი მაღალი რიგის ნორმალური ფორმა აკმაყოფილებს უფრო დაბალი რიგის
ნორმალური ფორმის თვისებებსა და ასევე აქვს მასზე უკეთესი თვისებები. ნორმალიზაცია უზრუნველყოფს:
მონაცემთა სიჭარბის შემცირებას, არასასურველი დამოკიდებულების გაუქმებასა და მონაცემთა მთლიანობას.
განიხილავენ: პირველ, მეორე, მესამე, ბიოს-კოდის, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ნორმალურ ფორმებს. ნორმალიზაციის
პროცესი არასავალდებულოა. მონაცემთა ბაზის სპეციალისტი ინტუიციურად აგებს უკვე ნორმალიზებულ
თანადობებს, მაგრამ პროცესის განხილვა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რა პრობლემებთან გვექნება საქმე
მონაცემთა ბაზასთან მუშაობის დროს.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-06-05

გამოცემა

სექცია

ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები